იტალიური მედია: “გოგლიჩიძე ჩვენს შორეულ გულებში უკვე ჩაიძირა“
როგორც მოგეხსენებათ, ემპოლისა და იუვენტუსის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში საბა გოგლიჩიძემ დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.
ამის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს არაერთი სხვადასხვა ქვეყნის გამოცემა აქებს. დღეს, სპორტული გამოცემა Kickest საბაზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
რას წერს Kickest?
„საბა გოგლიჩიძე ჩვენს შორეულ გულებში უკვე ჩაიძირა. როგორც ჩანს, 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ გახდეს ქართული სკოლის საუკეთესო მცველი. 1,93 მეტრის სიმაღლის, თამაშის კითხვის შესანიშნავი უნარი და საოცარი თავდაჯერებულობა. ის თანამედროვე ფლანგის მცველია.
იუვენტუსთან მატჩის დროს, მან ხმამაღლა ისაუბრა ყველასთან, ვინც მის გარშემო ტრიალებდა, მათ შორის ილდიზთან და მბანგულასთან. 6-დან 4 მოგებული დუელი, 6 ბურთის დაბრუნება და სოლიდური პერფორმანსი. „ის ისე თამაშობდა, როგორც ვეტერანი.“ - ეს სიტყვები ემპოლის მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის, რომელიც მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
საბა გოგლიჩიძე მცველისთვის ყველაზე მკაცრ, 2-ნომრიან მაისურს ატარებს და დარწმუნებული ვართ, მასზე, როგორც „კოლხეთის კაშხალზე" კიდევ ბევრს გავიგებთ.“
❤️ Cotte 03 | Saba Goglichidze
— Kickest (@Kickest_it) September 17, 2024
Saba Goglichidze ha già fatto breccia nei nostri tutt’altro che impermeabili cuori con una prestazione maiuscola. Il classe 2004 sembra avere tutte le carte in regola per diventare il prossimo difensore di punta della fiorente scuola georgiana:… pic.twitter.com/kABgzTCokr
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ წინააღმდეგ საბა გოგლიჩიძემ კვლავ მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, მისი 46 პასიდან 40 ზუსტი იყო (87 პროცენტი). 5 გრძელი გადაცემა შეასრულა, 3 ზუსტი იყო. მინდორზე 6 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო. მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა და ბურთი ერთხელ „ამოიტანა’’, საჯარიმოში სიტუაცია განმუხტა.
ცნობისთვის, საწყის ოთხ ტურში „ემპოლიმ’’ 1 თამაში მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, დაუმარცხებელია და მის აქტივში 6 ქულაა.