ჩემპიონთა ლიგა, გურამ კაშია, სლოვანი, სელტიკი
Aa
Aa

“გვინდა თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ“ - კაშია სელტიკთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბრატისლავის სლოვანი სტუმრად სელტიკს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ბადეში.

მატჩის წინ, სლოვანის ქართველმა ლეგიონერმა გურამ კაშიამ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

რა თქვა კაშიამ?

„შოტლანდიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ნათამაშები მაქვს და დაახლოებით ვიცი, რა გველოდება. ადგილობრივი გულშემატკივრები ფეხბურთით ცხოვრობენ. საოცარ ატმოსფეროს ველი, თუმცა ჩვენ საკმაოდ გამოცდილები ვართ, რომ ასეთი დონის გუნდს გავუმკლავდეთ. მოუთმენლად ველოდებით იმ ემოციას, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოაქვს.

მოდით, ვიყოთ რეალისტები. არ მსურს რაიმე შეფასება გავაკეთო ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ქულების მოპოვებასთან დაკავშირებით. არავის შეუძლია ამის დაგეგმვა. ამ შეჯიბრში მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. გვინდა, რომ თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. მხოლოდ ერთს გპირდებით - მოედანზე ყველაფერს გავიღებ და ყველა მატჩში 100%-ით დავიხარჯები.

ასაკი და ჩემი ფორმა? მაქსიმალურად დიდი ხანი მძინავს. მივირთმევ კარგ საკვებს და დანამატებზე ვარ ფოკუსირებული. ვიღებ ყველაფერს, რაც ორგანიზმს სჭირდება. ასევე ცალკე ინდივიდუალურად ბევრს ვვარჯიშობ. დღის განმავლობაში რეგენერაცია და დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. გარეთ ხშირად არ გავდივარ. მირჩევნია სახლში ვიყო და დავიძინო. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი ტელევიზორის წინ ფეხბურთის ყურებაა.

სლოვანში არ არსებობს უმნიშვნელო გამარჯვება ან მატჩი. აქ მეოთხე სეზონს ვატარებ და ვერ ვიხსენებ ისეთ დღეს, როდესაც ზეწოლის ქვეშ არ ვიყავით. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე სწორი მუშაობის შედეგად გავედით. ახლა მხოლოდ სელტიკზე ვფიქრობთ.“

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია თავის კარიერაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც მოგეხსენებათ, ფორმატი შეიცვალა და ჯგუფური ეტაპი გაუქმდა. ბრატისლავის სლოვანი 8 სხვადასხვა გუნდთან თამაშებს. 4 მატჩს სტუმრად ჩაატარებს, ოთხს კი საკუთარ კედლებში.

გურამ კაშიას ისეთი გუნდების წინააღმდეგ მოუწევს თამაში, როგორებიც სელტიკი, მანჩესტერ სიტი, ჟირონა, დინამო ზაგრები, მილანი, მადრიდის ატლეტიკო, შტუტგარტი და მიუნხენის ბაიერნი არიან.

ცნობისთვის, სელტიკისა და სლოვანის დაპირისპირება 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სერია ა-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა
კვარა სერია ა-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა