პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„11 წლის განმავლობაში, 11 გოლი გავიტანე, ამ ბიჭმა კი 4 თამაშში 9 გაიტანა“ - გუარდიოლამ ჰოლანდზე იხუმრა

პეპ გუარდიოლა ფიქრობს, რომ ერლინგ ჰოლანდს არ სჭირდება თავისი ზოგადი თამაშის გაუმჯობესება და მთავარია, რომ მან გოლების გატანა განაგრძოს.

ჟურნალისტებმა „მანჩესტერ სიტის“ თავკაცს ჰკითხეს, აკვირვებს თუ არა ნორვეგიელი თავდამსხმელის მაჩვენებელი, რაზეც მან უპასუხა:

„ცოტათი კი და იცით, რატომ? როგორც ფეხბურთელმა, 11 წელი ვითამაშე და 11 გოლი გავიტანე, ამ ბიჭმა კი 4 თამაშში 9 გაიატანა. არ ველოდები, რომ ჰოლანდი ყველა თამაშში 2-3 გოლს გაიტანს. თუ ეს არ მოხდება, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მე ვიცი მისი ხარისხი“.

მანამდე გუარდიოლამ თქვა, რომ სტატისტიკის მხრივ, ერლინგ ჰოლანდი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზეა.

ნორვეგიელი „სიტიში“ 2022 წელს გადავიდა. მანამდე ის „დორტმუნდში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
10 000 ფუნტი სტაფის თითოეულ წერს - გუარდიოლას ღირსეული საქციელი
10 000 ფუნტი სტაფის თითოეულ წერს - გუარდიოლას ღირსეული საქციელი