ბარსელონა, ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

ტრავმა გაიმიზეზა - ფერმინ ლოპესი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, დანი ოლმომ ტრავმა მიიღო და ბარსელონას 4-5 კვირით გამოაკლდა. კატალონიელთა ბანაკში კიდევ ერთი არასასიამოვნო ამბავი გავრცელდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ფერმინ ლოპესმა ტრავმა გაიმიზეზა.

ახალგაზრდა ესპანელი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ვალიადოლიდის წინააღმდეგ დაშავდა და წესით უკვე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

რომანოს ცნობით, ფერმინს მარჯვენა ფეხის პრობლემა აქვს და ამის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ლოპესის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგა იდეალურად  დაიწყო და 5 მატჩიდან ხუთივე მოიგო. ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატს 15 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი პირობები სურს - მუსიალა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
უკეთესი პირობები სურს - მუსიალა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს