ჩემპიონთა ლიგა, როდრი
Aa
Aa

„გადატვირთული კალენდრის გამო, შესაძლოა ფეხბურთელები გაიფიცონ“ - როდრი

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, როდრი ამბობს, რომ მატჩების რაოდენობის ზრდის გამო, ფეხბურთელები ახლოს არიან გაფიცვასთან.

საუბარია ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე, რომლის თანახმადაც, კლუბებს უფრო მეტი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ვიდრე გასულ სეზონზე.

როდრის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ფეხბურთელებს სხვა გზა არ დარჩებათ.

რა თქვა როდრიმ:

„ჩემი გამოცდილები შემიძლია ვთქვა, რომ 40-დან 50-მდე მატჩი - ეს არის თამაშების რაოდენობა სეზონზე, როცა ფეხბურთელს შეუძლია თავი უმაღლეს დონეზე გამოავლინოს. ამის შესახებ დონე ეცემა. ამ სეზონზე ჩვენ შეიძლება 70 ან 80 მატჩი ჩავატაროთ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მეტისმეტია“.

„ვინმემ უნდა იზრუნოს ამაზე, რადგან მთავარი გმირები ჩვენ ვართ ამ სპორტის თუ ბიზნესის, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ. ყველაფერი ფულზე და მარკეტინგზე არ არის მიბმული, მთავარია სანახაობის ხარისხი. ჩემი აზრით, როცა არ ვიღლები, უკეთესად ვთამაშობ. თუ ხალხს სურს საუკეთესო ფეხბურთის ნახვა, ჩვენ დასვენება გვჭირდება“.

გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.

„პაპა კარლო“ ამბობს, რომ ფეხბურთელები ტრავმებს იმის გამო იღებენ, რომ ძალიან ბევრს თამაშობენ და ხელმძღვანელ ორგანოებს, მატჩების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი დამანგრეველი წყვილი“ - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუზე წერს
„ახალი დამანგრეველი წყვილი“ - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუზე წერს