„მერაბი გრძნობს, რომ საქმე ცუდადაა“ | სეხუდო დვალიშვილი VS ნურმაგომედოვზე
ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის შესაძლო ჩხუბის შესახებ Pound4Pound-ის YouTube-არხზე ისაუბრა.
რა თქვა სეხუდომ:
„რა იქნება შემდეგში მერაბისთვის? ის საუბრობს დეივისონ ფიგერედოზე, პიოტრ იანზე, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი მეტოქე - უმარ ნურმაგომედოვი. ამ შემთხვევაში მერაბის ჩემპიონობა მალევე დასრულდება. მერაბი პატივს სცემს უმარს და გრძნობს, რომ საქმე ცუდადაა. უმართან ბრძოლის შემდეგ მერაბის საჩემპიონო კარიერა დასრულდება“.
მერაბ დვალიშვილმა კი რამდენიმე დღის წინ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა ისე, რომ ამ ორგანიზაციაში ზურგს 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია უმაგრებს.
უმარ ნურმაგომედოვს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 18 ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. ბოლოს ნურმაგომედოვმა 3 აგვისტოს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ იჩხუბა.
დვალიშვილი VS ომალი - საუკეთესო მომენტები