ვაკოს დუბლი | შანდონ ტაიშანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მარინერსი დაამარცხა
ჩინურმა „შანდონ ტაიშანმა“, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ავსტრალიური „სენტრალ ქოუსთ მარინერსი“ დაამარცხა - 3:1.
ყაზაიშვილმა „შანდონის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა მე-8 წუთზე გახსნეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი „მარინერსმა“ წონასწორობა აღადგინა.
74-ე წუთზე ვაკომ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, წინ წაიწია და ზუსტი დარტყმით „შანდონი“ წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი გრძელი პასი მიიღო, საჯარიმოში შევიდა და ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
მომდევნო მატჩს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ყაზაიშვილის გუნდი 2 ოქტომბერს, „ვისელ კობეს“ წინააღმდეგ გამართავს.