„გვინდოდა მერაბი წყობიდან გამოგვეყვანა“ - უელჩი დვალიშვილზე
შონ ომალის მთავარმა მწვრთნელმა ტიმ უელჩმა, ომალის მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და ბრძოლის დასაწყისში მომხდარ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი.
„გვინდოდა მერაბი მენტალურად წყობიდან გამოგვეყვანა და მოგვეშალა. მერაბი მიყვიროდა და მაფრთხილებდა. მე კი დავჯექი და მშვიდად ვუპასუხე: „მოთმინება უნდა გამოიჩინო მერაბ“. შემდეგ ის განრისხდა.
მე არ ვიცოდი, რომ არსებობდა წესი, რომელიც ამას კრძალავდა. არბიტრმა გამაფრთხილა, რომ ეს აღარ გამეკეთებინა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მსგავსი წესი არსებობდა“.
- განაცხადა უელჩმა The Timbo and Sugar Show-ის ბოლო ეპიზოდში.
უელჩისა და მერაბის ინციდენტი
იქამდე ცნობილი იყო, რომ უელჩსა და მერაბს კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ომალის მწვრთნელი გამუდმებით ხუმრობდა დვალიშვილის ცხვირზე და მის პირად ურთიერთობებზე.
საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის უშანსოდ მოუგო და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
დვალიშვილი VS ომალი - საუკეთესო მომენტები