მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი Pound-for-Pound რეიტინგში პირველად მოხვდა

UFC-სი სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გახდა, რომელმაც 15 სექტემბერს ლას ვეგასში შონ ომალი უშანსოდ დაამარცხა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

აღნიშნულ რეიტინგში ილია თოფურია მე-4 ადგილზეა. ლიდერი კი კვლავ უცვლელად ისლამ მახაჩევია.

მახაჩევი დვალიშვილს უმართან ბრძოლას ურჩევს

მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილს შონ ომალისთან გამარჯვება მიულოცა და ქამრის დასაცავად მომდევნო ბრძოლისთვის უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირება ურჩია.

„მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ! გილოცავ! მოუთმენლად ველი შენს პირველ ქამრის დაცვას უმარის წინააღმდეგ. აი რას აკეთებენ ჩემპიონები - იცავენ ტიტულს ლიგაში ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ წინაშეა!“

- დაწერა მახაჩევმა.

ყველა დაღესტნელი მებრძოლი, თუ მწვრთნელი ცდილობს, რომ მერაბი უმართან ბრძოლაზე დაითანხმოს. ამჟამად ნურმაგომედოვი სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის მე-2 ნომერია და ჯერ არც ერთი მარცხი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი მერაბთან ფავორიტი არ იქნება“ - კამილ გაჯიევის პროგნოზი
„უმარი მერაბთან ფავორიტი არ იქნება“ - კამილ გაჯიევის პროგნოზი