ალვინო: არა კვარაზე ნადირობას! მცველები მას ტერფში გამიზნულად ურტყამენ
რადიო Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტი კარლო ალვინო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ზღვარსგადასული უხეშობაა, რაც მიუღებელია.
„ნაპოლი იუვენტუსს ხვდება და უფრთხილდით გატის - იტალიის ყველაზე უხეშ და ყველაზე დაუსჯელ მცველს. სჯობს ეს ახლა ვთქვა გამარჯვების შემდეგ, როცა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. ვერავინ იტყვის, რომ ვწუწუნებ.
კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთის და მთელი სერია A-ს აქტივია. ეს ბიჭი მოწინააღმდეგე მცველების სამიზნეში სისტემატურად ხვდება. ისინი მასზე ნადირობენ, პირდაპირ ტერფში უმიზნებენ და დაუსჯელები რჩებიან. ახლა კი ხვიჩას გატისთან დაპირისპირება მოუწევს.
ნაპოლი ჩუმად ვეღარ იქნება. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა შესაბამის ორგანოებს თავისი ხმა უნდა გააგონოს. შაბათს კვარა ფედერიკო გატის დაუპირისპირდება, იტალიაში მოთამაშე ყველაზე დაუსჯელ მცველს და იმის გათვალისწინებით, თუ რა მაისური ეცმევა მას, ვურჩევ, რომ ფრთხილად იყოს.
არა კვარაზე ნადირობას!“
- განაცხადა ალვინომ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობას აპროტესტებენ, თუმცა უკვე მესამე სეზონია გრძელდება და არბიტრები მსგავს უხეშ ქმედებებს ხშირ შემთხვევაში ატარებენ.