გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

„სუპერვარსკვლავებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს“ | გველესიანი ალ აჰლისთან მარცხზე

ირანული „პერსეპოლისი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი იცავს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ალ აჰლისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მასპინძლებმა, რომელთა რიგებშიც ედუარ მენდი, რიად მაჰრეზი, ფრანკ კესიე და რობერტო ფირმინო ასპარეზობენ, ერთადერთი გოლი მატჩის მე-2 წუთზე მაჰრეზის პასით სწორედ კესიემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ გველესიანმა მედიის კითხვებს უპასუხა.

გიორგი გველესიანი:

„რთული თამაში იყო, „ალ აჰლი“ ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, საუდის არაბეთში ფეხბურთი ძალიან განვითარდა.

სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ჯერ არაფერია დაკარგული - წინ ბევრი თამაშია და ბევრი შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ „პერსეპოლისი“ ვართ, ისტორიული გუნდი და მაქსიმუმს გავიღებთ ამ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

თანაბარი მატჩი იყო - რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ სუპერვარსკვლავები და ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. მათ ერთი ნახევარმომენტი ჰქონდათ და ის გამოიყენეს, ჩვენ კი საკუთარი მომენტები გავფლანგეთ. ასე რომ, ასეთი მატჩები მათთვის უფრო იოლია, იმიტომ რომ ისინი მცირე შესაძლებლობებსაც კი იყენებენ“.

მომდევნო მატჩს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „პერსეპოლისი“ 30 სექტემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ „ალ ვასლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონის დილემა: ორბანი თუ მიქაუტაძე“ – Daily Mercato
„ლიონის დილემა: ორბანი თუ მიქაუტაძე“ – Daily Mercato