ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

8 მილიონი! კვარას გარემოცვის პასუხი ნაპოლის - მხარეები ვერ თანხმდებიან

კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გუშინ ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ კლუბი მშვიდად არის, რადგან ხვიჩას კონტრაქტი კიდევ 3 წლით არის ძალაში.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის მნიშვნელოვნად ზრდას ითხოვს. მისი ანაზღაურება წლიურად 1.5 მილიონ ევრომდეა. პსჟ ქართველ ფეხბურთელს 11 მილიონს სთავაზობდა, „ნაპოლი“ კი მხოლოდ 6 მილიონს ჰპირდება, ისიც ძალიან დიდი ხნის მოლაპარაკებებისა და უამრავი უარის შემდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, მამუკა ჯუღელი ამ შეთავაზების მიღებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მხარე 8 მილიონს ითხოვს და უკან დახევას არ აპირებს. ეს მოლაპარაკებებს აფერხებს და შესაძლოა შეთანხმება კვლავ ვერ შედგეს.

Il Mattino ვარაუდობს, რომ უახლოესი კვირები გარდამტეხი იქნება. კვარას ან კლუბის წინადადების მიღება მოუწევს, ან არსებულ ანაზღაურებაზე დარჩება, რაც მხარეებს შორის ურთიერთობას უფრო გააფუჭებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია კონტეს ახალი გუნდის ლიდერად და ცენტრალურ ფიგურად დაასახელა, თუმცა კლუბის მხრიდან ქართველი შემტევის შესაბამისად დაფასება საქმით ამ დრომდე არ მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Watford Observer: ათიანის როლმა ჩაკვეტაძისგან მომდინარე საფრთხეების სრული სპექტრი გამოავლინა
Watford Observer: ათიანის როლმა ჩაკვეტაძისგან მომდინარე საფრთხეების სრული სპექტრი გამოავლინა