გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი, გიფტ ორბანი
Aa
Aa

„ლიონის დილემა: ორბანი თუ მიქაუტაძე“ – Daily Mercato

„ლიონის“ შეტევაში ძლიერი კონკურენციაა. ალექსანდრ ლაკაზეტის გვერდით თამაშისთვის ორი ფეხბურთელი იბრძვის - გიფტ ორბანი და გიორგი მიქაუტაძე. ამის შესახებ გამოცემა Daily Mercato წერს.

გიფტ ორბანის პროგრესი

სასტარტო შემადგენლობაში პოზიციისთვის ბრძოლაში 22 წლის ნიგერიელი ფორვარდი, გიფტ ორბანი დაწინაურდა. „სტრასბურთან“ დუბლის შემდეგ ის „ლანსთან“ ძირითადში გამოვიდა. პიერ საჟის მხრიდან ეს მკაფიო გზავნილია: კარგი თამაში ყველას დაუფასდება. „ლანსთან“ ორბანს ორი გოლი გაუუქმეს, თუმცა ნათელია, რომ მან და ლაკაზეტმა კარგად გაუგეს ერთმანეთს.

რას ამბობს „ლიონის“ თავკაცი:

„ეს ჩემი გზავნილია როგორც გიფტის, ასევე მთელი გუნდისთვის. ის გამოვიდა წინა შეხვედრაში, ორი გოლი გაიტანა, კარგი მატჩი ჩაატარა და ძირითადში თამაში დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგო ხარ - თუ კარგად ითამაშებ, შემდეგ მატჩში შეიძლება ძირითადში მოხვდე“.

მიქაუტაძის გამოწვევა

თავის მხრივ, მიქაუტაძემ უნდა გაზარდოს ძალისხმევა, რათა მწვრთნელი დაარწმუნოს და ძირითადში დაბრუნდეს. „ლანსთან“ მან ორბანი შეცვალა, თუმცა ასეთივე წვლილი შეტევაში არ ჰქონია. მიქაუტაძესა და ორბანს შორის არჩევანი აისახება გუნდის თამაშის სტილზეც: ამ მომენტისთვის ორბანი უფრო კარგად ეწყობა ლაკაზეტს.

წინ მნიშვნელოვანი მატჩებია, განსაკუთრებით „მარსელის“ წინააღმდეგ და პიერ საჟის გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. „ლიონი“ ეძებს სწორ შეტევით ფორმულას, რათა ლიგა 1-ში პოზიციები გაიუმჯობესოს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ლიონს“ ევროპა ლიგის მატჩებიც აქვს წინ, შესაბამისად, მიქაუტაძესაც და ორბანსაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები გრძელდება და მშვიდად ვართ“ - ნაპოლის დირექტორი კვარას კონტრაქტზე
„მოლაპარაკებები გრძელდება და მშვიდად ვართ“ - ნაპოლის დირექტორი კვარას კონტრაქტზე