მახაჩევი: მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ!
მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილს შონ ომალისთან გამარჯვება მიულოცა და ქამრის დასაცავად მომდევნო ბრძოლისთვის უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირება ურჩია.
„მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ! გილოცავ! მოუთმენლად ველი შენს პირველ ქამრის დაცვას უმარის წინააღმდეგ. აი რას აკეთებენ ჩემპიონები - იცავენ ტიტულს ლიგაში ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ წინაშეა!“
- დაწერა მახაჩევმა.
ყველა დაღესტნელი მებრძოლი, თუ მწვრთნელი ცდილობს, რომ მერაბი უმართან ბრძოლაზე დაითანხმოს. ამჟამად ნურმაგომედოვი სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის მე-2 ნომერია და ჯერ არც ერთი მარცხი არ აქვს.
მერაბს თავად უმარმაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დვალიშვილი მასთან დაპირისპირებას არ გაექცევა.
„შონისგან უფრო მეტს ველოდი, მერაბმა საქმე კარგად შეასრულა. მერაბ გილოცავ, ჩემპიონი ხარ, შენ ეს დაიმსახურე. იმედი მაქვს, ნამდვილ გამოწვევას არ გაექცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი უშანსოდ დაამარცხა, თუმცა არბიტრთა გადაწყვეტილებით მერაბს მხოლოდ 3:2 ჩაუწერეს. თუმცა მთავარი საჩემპიონო ქამარი ქართველისაა და ახლა გასარკვევი მხოლოდ მისი მომდევნო მეტოქეა, რომელიც რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.