„ოცნებები რეალობად იქცა“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რას წერს მერაბი:
„ამ მომენტზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, დადგა ის დღე, როდესაც გალიაში ჩემპიონის ქამარი შემომხვიეს - ოცნებები რეალობად იქცა. მძიმე შრომით ყველაფერი შესაძლებელია! მთელი ცხოვრების განმავლობაში მადლიერი ვიქნები ჩემი ფანების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამო, რომლებიც ყოველთვის მაგრძნობინებდნენ სიყვარულსა და მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი ჩემი გუნდის“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.