ლიონელ მესი, საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

აქეთ საბა, იქეთ მესი - ატლანტაში ლობჟანიძე გამოარჩიეს

ხუთშაბათს, გამთენიისას, ამერიკის MLS-ში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო მატჩი გაიმართება - „ატლანტა“, რომლის წამყვანი ფეხბურთელიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძეა, საკუთარ სტადიონზე ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტის „ინტერ მაიამის“ უმასპინძლებს. ავტორიტეტულ ვებ-გვერდ Bein Sports-ზე გამოქვეყნებულ ამ თამაშის პრევიუში ფლორიდული კლუბის რიგებში ყველაზე საშიშ ფეხბურთელად როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „ელ მონგოლიკო“ იყო მოხსენიებული, „იუნაიტედის“ რიგებში კი ამ მხრივ საბა გამოარჩიეს.

რას წერენ ლობჟანიძეზე

უზომოდ ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც „ნეშვილთან“ (0:2) წაგებულ მატჩამდე „ატლანტას“ ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრაში მოედანს საგოლე გადაცემის გარეშე არ ტოვებდა. საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ ლობჟანიძეს საშინაო თამაშებში ასპარეზობა გაცილებით უკეთ გამოსდის, რაზეც სტატისტიკაც კარგად მეტყველებს - მიმდინარე სეზონში გატანილი 12 გოლიდან ცხრა „მერსედეს ბენც სთედიუმზე“ შეაგდო და ექვსი ასისტიდან ექვსივე ამ არენაზე შეასრულა.

ცნობისათვის, ოცდარვა ტურის შემდეგ დაგროვებული 62 ქულით „ინტერ მაიამი“  გათამაშების სატურნირო ცხრილის ლიდერია და მე-10 ადგილზე მყოფ ლობჟანიძის გუნდს ერთბაშად 31 ქულით უსწრებს. საბასა და ლეო მესის გუნდების თამაში ხუთშაბათს გამთენიისას, თბილისის დროით 03:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარკერი კვლავ ტრავმირებულია
პარკერი კვლავ ტრავმირებულია