„ოცნებები ხდება! მერაბის სპექტაკლი უნაკლო იყო“ - ადესანიას შეფასება
მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობას UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ისრაელ ადესანია ეხმაურება. ნიგერიელმა მებრძოლმა თავის იუთუბ-არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დვალიშვილის ჩემპიონობის შედეგად გამოწვეულ ემოციებს ასახავს.
რას ამბობს ადესანია მერაბზე:
„მერაბის სპექტაკლი აბსოლუტურად უნაკლო იყო. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ომალის მიწაზე გადაიყვანდა და აქ მოიპოვებდა უპირატესობას, მაგრამ ასეთ დომინაციას ვერ წარმოვიდგენდი. ომალი უსუსური იყო და წინააღმდეგობის გაწევა ვერც ერთ რაუნდში შეძლო. ამ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს, ოცნებები ხდება და ეს მხოლოდ მძიმე შრომით მოდის. ვულოცავ მერაბს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.