ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

„კონკურენტებთან შედარებით, ნაპოლის ერთი უპირატესობა აქვს“ - კანავარო სკუდეტოს ფავორიტებზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ Rai Radio 1-ის ეთერში „სკუდეტოს“ მოგების ფავორიტებზე ისაუბრა და „ნაპოლისაც“ შეეხო.

რას ამბობს კანავარო:

„ნაპოლის“ კონკურენტებთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს: ისინი კვირაში ერთხელ თამაშობენ. გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ძალისხმევა გაწია, რათა ლიდერები შეენარჩუნებინა და ასევე, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაიფორმა. ასევე, „უდინეზესგან“ დავინახე ძლიერი ბაზა და არაა გამორიცხული, რომ პირველ ოთხეულში შესვლა შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, „ნაპოლიმ“ სტუმრად „კალიარი“ 4:0 დაამარცხა. ამ მატჩში გოლები დი ლორენცომ, კვარაცხელიამ, ლუკაკუმ და ბონჯორნომ გაიტანეს.

4 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა, „უდინეზეს“, რომელსაც 7 ქულა აქვს, მე-4 ტურში თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. უდინელები დღეს სტუმრად „პარმას“ დაუპირისპირდებიან.

მომდევნო ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. მატჩი 21 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ანათებს, მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
„როცა ანათებს, მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე