ლივერპული, მილანი, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

“სრულყოფილი თამაში გვმართებს“ - ფონსეკა ლივერპულთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროში ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ ტურში მილანი ლივერპულს უმასპინძლებს. მატჩის წინ, როსონერის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ფონსეკამ?

„გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის გადამწყვეტია. იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება. აუცილებლად უნდა ვიგრძნოთ მათი სიყვარული. ვფიქრობ, გამარჯვებები თვითშეფასებას აძლიერებს. ვენეციასთან მოგების შემდეგ, განსხვავებული სიტუაცია იქნება. ლივერპული ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

მათ სოლიდური პოზიციური თამაში შეუძლიათ და ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც კარგად ვიცნობ. გამარჯვება, რომ ვიზეიმოთ, დაცვაში სრულყოფილები უნდა ვიყოთ. ლივერპულის დონის გუნდთან შეცდომებს ვერ დავუშვებთ. სრულყოფილება შეტევაშიც გვმართებს.

ხვალინდელი მატჩი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა, რომ დავინახოთ ვუმჯობესდებით, თუ არა. ვფიქრობ, არნე სლოტსა და იურგენ კლოპს შორის ბევრი განსხვავებაა. პირველ რიგში, სხვაობას შეტევით პოტენციალში ვხედავ, თუმცა ბურთის დაბრუნების და პრესინგის მცდელობის დროს დიდი მსგავსებაა.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა და ჯგუფური ეტაპი აღარ არსებობს. მილანს 8 სხვადასხვა გუნდთან მოუწევს თამაში. ესენი არიან: ლივერპული, ლევერკუზენი, ბრიუგე, რეალი, სლოვანი, ცრვენა ზვეზდა და ჟირონა.

ცნობისთვის, მილანისა და ლივერპულის დაპირისპირება 17 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, როსონერიმ სერია ა ცუდად დაიწყო. ფონსეკას გუნდმა 4 მატჩიდან 1 მოიგო, 1 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. მილანი სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკი შეასრულა - ბენზემამ ალ ვეჰდასთან გაიბრწყინა
ჰეთ-თრიკი შეასრულა - ბენზემამ ალ ვეჰდასთან გაიბრწყინა