ერიკ ტენ ჰაგი, დუაით იორკი
Aa
Aa

„ტენ ჰაგის გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდია“ - დუვაით იორკი

„მანჩესტერ იუნატედის“ ყოფილი ფეხბურთელი, დუვაით იორკი ფიქრობს, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდია.

„წითელმა ეშმაკებმა“ ახალი სეზონზე 4 მატჩი ჩაატარეს და 6 ქულა დააგროვეს.

როგორც იორკმა BeIn Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, „იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მოგებიდან მილიონი მილის მოშორებითაა.

„როდესაც ამჟამინდელ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, ის უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც წინ წაგვიყვანდა და პირველი სეზონის შემდეგ, ჩვენ ასეც ვფიქრობდით, მაგრამ ახლა როგორც ვთამაშობთ, რამდენ გოლსაც ვუშვებთ - ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1992 წლის შემდეგ“, - თქვა იორკმა.

„იუნაიტედმა“ წინა სეზონი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, 38 ტურში დაგროვებული 60 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპული საკლუბო ტურნირის საგზური სათასო წარმატების ხარჯზე მოიპოვა, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.

ნიდერლანდელი მწვრთნელი „მანიუს“ სათავეში 2022 წლის 23 მაისს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 114 მატჩიდან 66 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 31 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს
1 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს