„დვალიშვილს ომალიზე დიდი წინააღმდეგობა გავუწიე“ - სეხუდოს კიდევ ერთი კომენტარი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საფინალო ბრძოლის დასრულების შემდეგ, სადაც მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი მარტივად დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, ჰენრი სეხუდომ კომენტარი მაშინვე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ „შუგა“ უსუსტესი, ხელმოცარული მებრძოლია, რომელმაც ჭიდაობა საერთოდ არ იცის და ცდილობს კონორ მაკგრეგორს დაემსგავსოს, რაც ბოლო დროს კარგად გამოსდის. მოგვიანებით კი მექსიკელმა UFC 306-ის სატიტულო შეხვედრასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეფასება გააკეთა.
რას ამბობს სეხუდო
ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, ბევრი ამბობს, რომ დვალიშვილს ომალიზე გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გავუწიე. მერაბს გაუმართლა, რომ მასთან შეხვედრას პროგრესირებადი ტრავმის ფონზე შევხვდი, რამაც ჩემი გეგმების ბოლომდე შესრულების საშუალება არ მომცა.
პირველ რაუნდში ყველაფერი ისეთი გეგმით მიდიოდა, როგორც მსურდა და შემდეგ უკვე ტკივილმა შემაწუხა, რითაც ქართველმა ისარგებლა. იმედია, დვალიშვილთან დაპირისპირების საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა, რათა ჩემი სიტყვების სისწორეში ყველა დავარწმუნო.
შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილს თებერვალში, UFC 298-ზე შეხვდა და არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.