ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯ ბესტი, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„ჯორჯ ბესტს მაგონებს“ - ძოლამ ხვიჩაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელია ჩრდილოეთ ირლანდიელ ლეგენდას, ჯორჯ ბესტს შეადარა და განაცხადა, რომ წარსულში ქართველთან ერთად თამაშს ისურვებდა.

რას ამბობს ძოლა:

„თავდაპირველად ვიტყვი, რომ დიეგო მარადონასთან შეხვედრა ჩემი ბედი იყო. ის და კარეკა ფენომენალურები იყვნენ. ჩვენ ფეხბურთი მოვქარგეთ. თვის დროზე, ტოტისთან, დელ პიეროსთან და მანჩინისთან თამაშის დროს ბევრი ვისწავლე, მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი სტიმული იყო“.

„ვისთან ერთად ვითამაშებ ახლა? ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად, ის ფენომენი იყო. ახლანდელ კამპანიაში კი კვარაცხელიასთან ერთად, ის ჯორჯ ბესტს მაგონებს“.

„ვინ მოიგებს სკუდეტოს? „ინტერი“ და „ნაპოლი“ უკვე რბოლაში არიან, მაგრამ უფრთხილდით „ატალანტას“ და „იუვენტუსს“.

58 წლის ძოლას კარიერის უდიდესი ნაწილი ლონდონის „ჩელსიში“ აქვს გატარებული, 1989-1993 წლებში კი „ნაპოლიში“ თამაშობდა და მარადონასთან ერთად სკუდეტოს მოგებაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსურს რაც შეიძლება ბევრი გაიტანოს“ - კონტემ კვარა შეაქო
„მსურს რაც შეიძლება ბევრი გაიტანოს“ - კონტემ კვარა შეაქო