რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ახალი დუო, რომლითაც კონტეს ნაპოლის შეუძლია იამაყოს“ - Il Mattino კვარა-ლუკაკუზე

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.

ადგილობრივ მედიის განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს თამაშმა მიიქცია.

Il Mattino წერს, რომ ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ შეუძლია ახალი თავდამსხმელი დუოთი იამაყოს.

რას წერს Il Mattino:

„ლუკაკუ ისეთი დამაჯერებელია, როგორც არასდროს. „ნაპოლის“ ოცნების წყვილი ჰყავს. რომელუს თავდაჯერებულობამ ენერგია და ენთუზიაზმი განუახლა კვარას, რომელმაც ცუდი აზრები თავიდან ამოიგდო და კვლავ დაიწყო სირბილი, კარგად თამაში და გოლების გატანა“.

„დადგება დრო და შესაძლოა მალე, როდესაც ქართველი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, აურელიო დე ლაურენტისთან, ხელფასის გაზრდის თაობაზე“.

„კვარა და ლუკაკუ წარმოადგენენ აბსოლუტურ სიმყარეს გუნდისა, რომელიც ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია“.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა. 4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით დროებით პირველ ადგილზე იმყოფება, რადგან „ინტერსა“ და „უდინეზეს“, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ, მიმდინარე ტურში თავისი მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.

ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი დამანგრეველი წყვილი“ - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუზე წერს
„ახალი დამანგრეველი წყვილი“ - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუზე წერს