დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახიდან მიდის - ნინიაშვილის შემდეგი კლუბი ცნობილია

ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი „ლიონს’’ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს და შემდეგი სეზონიდან კარიერას „ლა როშელში’’ გააგრძელებს.

„ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახს ტოვებს’’ - აღნიშნა „ლიონის’’ პრეზიდენტმა იან რუბერმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.

მიმდინარე სეზონი ნინიაშვილისთვის წარმატებულად დაიწყო, ტოპ 14-ის საწყის ორ ტურში შესანიშნავად ითამაშა და ორივე ტურში სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

2021 წელს დავით ნინიაშვილი „ხვამლიდან'' „ლიონში'' გადაბარგდა, სადაც თავი მალევე დაიმკვიდრა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ასევე, 2022 წელს მე-10 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ბარბაროსებში ითამაშა.

2020 წლიდან მოყოლებული 22 წლის ნინიაშვილმა „ბორჯღალოსნებში'' 31 მატჩი ჩაატარა და ნაკრებს 63 ქულით დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები