ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

მორიგი აღიარება: Kicker-მა ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

Kicker-მა ბუნდესლიგა 2-ის ამ სეზონში ბუდუ ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში მეორედ შეიყვანა. გასულ ტურში ბუდუმ „შალკესთან’’ დუბლი შეასრულა და მისი სიმბოლურ გუნდში შეყვანა მოსალოდნელი იყო.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგა 2-ის 5 მატჩში მის აქტივში 6 გოლი და 1 საგოლე პასია. პლუს, გერმანიის თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა, გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემა შეასრულა. მოკლედ, საოცარ ფორმაშია, 6 მატჩში 7 გოლი ბრწყინვალე შედეგია.

„შალკესთან'' მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ ზივზივაძემ მედიასთან ისაუბრა: „ორივე გოლის მომენტში გამიმართლა. ჩვენ გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა მექანიზმმა. ჩემი მეორე გოლი ფაბიან შლოიზენერის დამსახურება უფრო იყო. პირველი გოლი კი ლამაზი გამოვიდა. ბომბარდირობა? თუ ბრძოლას ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, წარმატება აუცილებლად მოვა“.

საინტერესოა რომ ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბუდუმ, რომელიც ცაციაა, ყველა გოლი მარჯვენა ფეხით შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები