მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

ნურმაგომედოვი თუ ფიგერედო? ვისთან სურს შემდეგი ბრძოლა „მანქანას“

საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ყველას აინტერესებს, ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე UFC-ში.

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „მანქანამ“ თქვა, რომ სურს შემდეგი ბრძოლა ბრაზილიელ დეივისონ ფიგერედოსთან გამართოს.

„UFC-ი ვისთანაც იტყვის, იმასთან ვიბრძოლებ, მაგრამ ჩემი სურვილია ოქტაგონზე საუკეთესო მებრძოლებს შევხვდე. ვფიქრობ, ჩემს სიაში ფიგერედო მეხუთე ჩემპიონი შეიძლება გახდეს. ის უფრო სახიფათოა. ამიტომაც ეს ბრძოლა მოტივაციას მაძლევს, რომ ბევრი ვიმუშაო. რაც შეეხება უმარს, ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ტოპ-15-დან მან მხოლოდ 1 მოიგო“, - თქვა დვალიშვილმა.

ნურმაგომედოვი მერაბის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა და მხოლოდ 2 სიტყვა დაწერა: „არ მიკვირს“.

შეგახსენებთ, რომ UFC 306-ის მთავარ დაპირისპირებაში ქართველმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის გადამწყვეტ შეხვედრაში შონ ომალი მარტივად დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ გახდა მეორე ქართველი, რომელმაც ამ ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება - დენა უაითის კომენტარი
UFC-ის ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება - დენა უაითის კომენტარი