ჰეთ-თრიკი შეასრულა - ბენზემამ ალ ვეჰდასთან გაიბრწყინა
საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ იტიჰადმა ალ ვეჰდას უმასპინძლა და 7:1 გაანადგურა. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა კარიმ ბენზემას, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. პირველი გოლი კი განსაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა.
ლეგენდარულმა ფრანგმა თავდამსხმელმა ეფექტური გოლი მეორე წუთზე გაიტანა. დუბლის შესრულება 47-ე წუთზე შეძლო, ხოლო ჰეთ-თრიკი 89-ე წუთზე გაიფორმა. ცნობისთვის, ბენზემამ საუდის არაბეთში უკვე მეორედ შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება.
რაც შეეხება ალ იტიჰადს, 3 ტურის შემდეგ, 9 ქულით პირველ ადგილს ალ ჰილალთან და ალ ეტიფაქთან იყოფს.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ალ-იტიჰადში 2023 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.