ბარსელონა, დანი ოლმო
Aa
Aa

5 კვირას გამოტოვებს - ოლმო ტრავმირებულია

ლა ლიგის მეხუთე ტურში ბარსელონამ სტუმრად ჟირონა 4:1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლი დანი ოლმომ გაიტანა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა 61-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას ბარძაყის ძვლის პრობლემა აქვს და ამის გამო 4-დან 5 კვირამდე გამოტოვებს.

ამ პერიოდის განმავლობაში, ოლმო მონაკოს, ვილიარეალის, ხეტაფეს, ოსასუნას, იანგ ბოისის და ალავესის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. წესით, ესპანელი ფეხბურთელი 20 ოქტომბერს სევილიასთან მატჩში უნდა დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ დანი ოლმო ბარსელონას წელს შეუერთდა. 26 წლის ნახევარმცველმა 3 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბარსელონას, ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგაში 5 მატჩიდან ხუთივე მოიგო და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგო: “იმედგაცრუებული ვარ, 30 კანდიდატში ყოფნა მეკუთვნოდა“
როდრიგო: “იმედგაცრუებული ვარ, 30 კანდიდატში ყოფნა მეკუთვნოდა“