მიუნხენის ბაიერნი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

უკეთესი პირობები სურს - მუსიალა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, მიუნხენის ბაიერნს ჯამალ მუსიალისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ გერმანელმა ვარსკვლავმა გადაწყვეტილების მიღება არ იჩქარა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი მიმდინარე წლის ბოლოს აღნიშნულ საკითხს კვლავ დააყენებს დღის წესრიგში.

წყაროს ცნობით, ჯამალის გადაბირება მადრიდის რეალს და კატალონიის ბარსელონას სურთ. მისი ხელშეკრულება კი 2026 წლის ივნისში იწურება.

ვიგებთ, რომ მუსიალას გერმანიის დატოვება არ სურს და იმ შემთხვევაში, თუ ახალი კონტრაქტის პირობები მისთვის მისაღები იქნება, ხელშეკრულებას განაახლებს.

მიუხედავად გერმანელი ნახევარმცველის ამ პოზიციისა, Sport1-თან საუბრისას, ბაიერნის დირექტორმა მაქს ებერლმა აღიარა, რომ ჯამალის შენარჩუნება ადვილი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი რეკორდმაისტერს 2019 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში კი 2020 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 167 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 45 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები