ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

დენა უაითის განცხადებით, დიეგო ლოპესი შესაძლოა თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლის დამზღვევი გახდეს

მალე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.

UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის განცხადებით, ბრაზილიელი დიეგო ლოპესი შესაძლოა ამ ბრძოლის დამზღვევი გახდეს.

„ეს შესაძლებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ბიჭისთვის. იმის მიუხედავადაც კი, რომ მან ბრძოლის მერე მიყვირა. მე ის მომწონს. ასე რომ, კი, მას ამის გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა უაითმა.

29 წლის ლოპესმა ბოლო ბრძოლა გუშინ გამართა და ბრაიან ორტეგა დაამარცხა, რის შემდეგაც სატიტულო ბრძოლა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: 2025 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ვიჩხუბებ
ილია თოფურია: 2025 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ვიჩხუბებ