დილა, დინამო თბილისი, ალექსანდრე კალანდაძე, ტაირელ ვაუტერი
Aa
Aa

ვინ გახდება თანალიდერი - დილამ ქულები ისევ დაკარგა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 24-ე ტურში გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დილამ“ ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა, რამაც ოთხშაბათს, 18 სექტემბერს გასამართ „ტორპედო“ – „იბერიას“ შეხვედრას კიდევ უფრო მეტი სატურნირო დატვირთვა გაუჩინა. ჯერჯერობით დაუზუსტებული მიზეზების გამო, თბილისის „დინამომ“ გორელებს არა „დინამო არენაზე“, არამედ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და შეხვედრაში ანგარიში საკმაოდ გვიან, 83-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლები კაპიტანმა ალექსანდრე კალანდაძემ ნოსა ედოკპოლორის აქტიურობის შედეგად დააწინაურა. თითქოს ქვეყნის 19-გზის ჩემპიონის ნანატრ გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ 88-ე წუთზე ედოკპოლორმა თავისი გუნდი დააღალატა, შოთა შეყილაძე წააქცია და დანიშნული 11-მეტრიანი „დილას“ საუკეთესო ბომბარდირმა ტაირელ ვაუტერმა ზუსტად შეასრულა.

გათამაშების სატურნირო ცხრილს 48 ქულით „დილა“ ლიდერობს და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „იბერიასა“ და „ტორპედოს“ 3 ქულით უსწრებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ოთხშაბათს, ქუთაისში „შენგელია არენაზე“ სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ და ვინც გაიმარჯვებს, გორის კლუბთან ერთად Crystalbet ეროვნული ლიგის თანალიდერი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი კონტაქტი კარასკოს დროს შედგა“ - ვაწაძე დინამოში ტრანსფერზე
„პირველი კონტაქტი კარასკოს დროს შედგა“ - ვაწაძე დინამოში ტრანსფერზე