გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

უშანსო მარცხი ატლეტიკოსთან - ვალენსიას მამარდამაც ვერ უშველა

ლა ლიგის მე-5 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, უშანსოდ, 3:0 დამარცხდა.

ქართველი შემტევი „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორი სეივის შესრულება შეძლო. მადრიდელებმა მამარდაშვილის კარის მიმართულებით ბურთი ხუთჯერ გადაგზავნეს და აქედან ორ შემთხვევაში, ქართველმა კიპერმა გუნდის გადარჩენა მოახერხა.

პირველი და ალბათ, ერთადერთი გამორჩეული ეპიზოდი მამარდას მე-20 წუთზე ჰქონდა, როდესაც პირისპირ დარჩენილ ალექსანდერ სორლოთს არ მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა და ეფექტური მოგერიება შემოგვთავაზა. რამდენიმე წუთში, ქართველმა მეკარებ ნორვეგიელს კიდევ ერთი ბურთი აუღო.

მასპინძლებმა ქართველი მეკარის კარი 39-ე წუთზე აიღეს. გოლის ავტორი კონორ გალაჰერი გახდა, რომელმაც „ვალენსიას“ მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა.

54-ე წუთზე, ანტუან გრიზმანმა სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

საბოლოო ანგარიში კი მატჩის მიწურულს, ხულიან ალვარესმა დააფიქსირა, რომელმაც „ვალენსიას“ მცველების კიდევ ერთი შეცდომა გამოიყენა ზუსტად.

5 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 ქულა აქვს და სამწუხაროდ, ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება. რუბენ ბარახას გუნდს 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 10 გაშვებული. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ლანსთან - მიქაუტაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა
ფრე ლანსთან - მიქაუტაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა