ფრე ლანსთან - მიქაუტაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
ქართველი შემტევი „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და თამაშში 65-ე წუთზე, ორბანის ნაცვლად ჩაერთო. საგულისხმოა, რომ მოედნიდან გასვლამდე, ორბანმა ორჯერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა, ნიგერიელის გოლი ორივე შემთხვევაში ვარმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, სამწუხაროდ, ქართველ შემტევს საგოლე შანსი არ ჰქონია და მოედანი კვლავ შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.
რაც შეეხება „ლიონს“, საჟის გუნდს 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 4 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. „ლიონი“ მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.