ხვიჩა კვარაცხელია, ალექს მერეტი, ემანუელე ჯაკერინი
Aa
Aa

ხვიჩამ ნაპოლის ძალა გვიჩვენა - ჯაკერინი კალიარისთან გამარჯვებაზე

უკვე დიდი ხანია მიღებული პრაქტიკაა, რომ იტალიური სპორტული ვებ-გვერდები ამა თუ იმ კლუბის თამაშის შეფასებას მის ყოფილ ფეხბურთელებს თხოვენ. ემანუელე ჯაკერინის კი, რომელიც „ნაპოლის“ ღირსებას 2016-2018 წლებში იცავდა, საამისოდ მედიის წარმომადგენლების დაკავშირება არ სჭირდება, რადგან თავად მუშაობს სატელევიზიო ექსპერტად და პარტენოპეის შეხვედრების დასრულებისთანავე კლუბის ასპარეზობას აანალიზებს.

ემანუელე ჯაკერინი

ეს იყო ანტონიო კონტესთვის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რიგით მეორე გასვლითი შეხვედრა და მე „ვერონასთან“ მატჩისგან აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი დავინახე. „კალიარი“ 66-ე წუთამდე ღირსეულად გამოიყურებოდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური გოლით როგორც თავისი, ასევე ამ სეზონის პარტენოპეის რეალური სახე დაგვანახა.

სარდინიელებს საგანგაშო და სადარდებელი არაფერი აქვთ, რადგან თუ ისინი ისე ითამაშებენ, როგორც დღეს 66-ე წუთამდე იასპარეზეს, ელიტაში ადგილს შეინარჩუნებენ. ვინ იყო საუკეთესო მოედანზე? ალბათ ალექს მერეტი, რადგან მან საჭირო დროს 3 ურთულესი სეივი შეასრულა.

„მონცა“ – „ინტერის“ მატჩის დაწყებამდე „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით გალიდერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ - ხვიჩა კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს
კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ - ხვიჩა კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს