UFC-ის ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება - დენა უაითის კომენტარი
UFC-ის თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ, მისი მონაწილე მებრძოლების გარდა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის კომენტარი, რომელიც თითოეულ სპორტსმენსა და მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს და მათ ბრძოლებთან დაკავშირებით როგორც სპორტული, ასევე მარკეტინგული თვალსაზრისით კომპეტენტური კომენტარების გაკეთება არ უჭირს.
დენა უაითი
თავდაპირველად სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ UFC 306 ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მეინ ქარდი აღმოჩნდა, რადგან „სფერო არენას“ დარბაზში 16 024 ბილეთი გაიყიდა, რის შედეგადაც სუფთა შემოსავალმა 22 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, სწორედ დღეს გაიყიდა ყველაზე მეტი საგულშემატკივრო ატრიბუტიკაც, რაც დამსწრე პუბლიკის რაოდენობიდან გამომდინარე ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ UFC 306-ის მთავარ დაპირისპირებაში ქართველმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის გადამწყვეტ შეხვედრაში შონ ომალი მარტივად დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ გახდა მეორე ქართველი, რომელმაც ამ ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.