გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და მეტი შეუძლია“ - ქლევერლი ჩაკვეტაძეზე

დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და შესაბამისად არ გარკვეულა როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუშინ „უოტფორდი“ – „ქოვენთრის“ მატჩის ბოლომდე ჩამთავრება ზურგის მძიმე ტკივილის გამო ვერ მოახერხა. როგორც მისთვის, ასევე ფეხბურთის თითოეული ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი ის გახლავთ, რომ იმ მუხლის ტრავმის რეციდივს არ აქვს ადგილი, რის გამოცნ უნიჭიერეს ფეხბურთელს თითქმის 2 წელი გაუცდა.

გუშინდელ შეხვედრაში 25 წლის ქართველი ნახევარმცველის ასპარეზობის შეფასება არაერთგვაროვნად შეიძლება - ერთის მხრივ ის კარგი იყო და მორიგი საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ერთი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. სწორედ ამაზე გაამახვილა „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე საუბრისას.

ტომ ქლევერლი

პირველადი ნიშნები კარგია. ჯერ არ მინდა დასკვნების გაკეთება, მაგრამ თითქოს ტრავმა სერიოზული არ ჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ზურგის სპაზმი და ყველას შეგვეშინდა, რადგან ფეხბურთში მსგავსი სახის ტრავმები ხშირი არ გახლავთ.

რისი ბრალია ეს ყველაფერი ? იმ ინტენსიური დატვირთვის, რაც გიორგიმ ბოლო დღეებში მიიღო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში იასპარეზა, პლუს მგზავრობა და შემდეგ ჩვენც დაგვეხმარა.

ანგარიში სწორედ ჩაკვეტაძის პასით გავათანაბრეთ, მაგრამ ძალიან ბევრ საგოლე შანსებს ქმნის და ექმნება კიდეც და ვფიქრობ, მეტი შეუძლია. ვუყურებ ყოველ ტურში გიორგის თამაშს და მიკვირს, რომ მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე პასია, რადგან გაცილებით მეტი შეეძლო და ვფიქრობ ამაში თავადაც დამეთანხმება.

ჩაკვესთვის საყვედურის თქმა არც მიფიქრია - პირიქით, რომ შეუძლია, უკეთესს იმიტომ ვითხოვ და პროდუქტიულობის გაზრდა, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა.

ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ 10-10 ქულით „ბარნლისთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ერთპიროვნულ ლიდერ „სანდერლენდს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასახდელში დაჯდა - ჩაკვეს ტრავმა მძიმე არაა და კარგ განწყობაზეა
გასახდელში დაჯდა - ჩაკვეს ტრავმა მძიმე არაა და კარგ განწყობაზეა