მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, რივზან მაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი-უმარი რამდენიმე თვეში - მენეჯერის განცხადება

საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივია ყველას აინტერესებს ვინ იქნება UFC-ში მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე და ამის თაობაზე სხვადასხვა სტატიების გავრცელების გარდა, MMA-ს თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები მერაბის პოტენციურ მოწინააღმდეგებთან ინტერვიუების ჩაწერას ცდილობენ. რამდენად შესაძლებელია უახლოეს მომავალში ქართველი „მანქანისა“ და უმარ ნურმაგომედოვის ოქტაგონზე შეხვედრა ამის თაობაზე საკუთარი აზრი დაღესტნელი მებრძოლის მენეჯერმა რივზან მაგომედოვმა დააფიქსირა.

უმარ ნურმაგომედოვის წარმომადგენლის განცხადებით, მერაბი ამ ბრძოლას 2025 წლის დასაწყისში აუცილებლად უნდა დათანხმდეს, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ ექნება. მაგომედოვმა ირონიულად დაამატა, რომ თუ დვალიშვილი ნურმაგომედოვთან დაპირისპირებას თავს აარიდებს, ეს მისთვის სრულიად გასაგები იქნება, რადგან ქართველისთვის, რომელმაც ჩემპიონობამდე ამხელა გზა გამოიარა, უმართან ჩხუბი ნამდვილი სტილისტური კოშმარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი ამერიკელი შონ ომალის ხუთრაუნდიან ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა და ქართველს UFC-ში ზურგს ზედიზედ 11 გამარჯვება უმაგრებს. უმარ ნურმაგომედოვს კი, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია, ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს და რეიტინგის მეათე ნომერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშანსოდ დაამარცხა -  დვალიშვილმა ომალი გაანადგურა და UFC-ის ჩემპიონია
უშანსოდ დაამარცხა - დვალიშვილმა ომალი გაანადგურა და UFC-ის ჩემპიონია