მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო ომალიზე: „უსუსური იყო, მაკგრეგორს ემსგავსება“

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილის სახით ახალი ჩემპიონის გამოჩენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ქართველის დომინანტურ გამოსვლასა და ამერიკელ შონ ომალის უსუსურობას გაუსვა ხაზი ჰენრი სეხუდომ, რომელიც დვალიშვილმა რამდენიმე თვის წინ დაამარცხა.

რა თქვა სეხუდომ

ყოველთვის მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ შონ ომალის სურდა კონორ მაკგრეგორს დამსგავსებოდა. დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ კი მიზანს საბოლოოდ მიაღწია - მე შემიძლია მასაც და კონორსაც ჭიდაობა ვასწავლო, რადგან გადამწყვეტ ბრძოლებში ორივე მათგანი უსუსურ და დაუცველ ადამიანებს ემსგავსებიან.

დვალიშვილი-ომალის შეხვედრის დაწყებამდეც მექსიკელი ქართველის გამარჯვებას პროგნოზირებდა და როგორც დღევანდელმა დღემ აჩვენა, ის სრულიად მართალი ყოფილა. დღევანდელი ბრძოლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ვებ-გვერდზე დაიწერა იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა „შუგა“ სწორედ სეხუდოს დაუპირისპირდეს და როგორც ერთმა, ასევე მეორემ პირველობის დაბრუნებისთვის ბრძოლა ამ დაპირისპირებით დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდო 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ორი სხვადასხვა წონის ყოფილი ჩემპიონია.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: “UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ვარ, ეს დავამტკიცე“
დვალიშვილი: “UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ვარ, ეს დავამტკიცე“