რამაზ სვანაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

სვანაძე გოგლიჩიძეზე: „სწრაფი და უშიშარია“

უკანასკნელი ერთი თვე საბა გოგლიჩიძისთვის თავბრუდამხვევი გამოდგა - „ემპოლის“ 20 წლის მცველის დებიუტი სერია A-ში 31 აგვისტოს „ბოლონიასთან“ (1:1) შედგა, რის შემდეგაც ის ვილი სანიოლმა სექტემბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და ჩეხებთან (4:1) ცვლილებაზე თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

გუშინ კი საბამ იტალიის პირველობაზე კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა და ტოსკანურ კლუბს „იუვენტუსთან“ კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა. სანამ სანიოლი და იტალიელები შეამჩნევდნენ, გოგლიჩიძეს ყურადღება პირველმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიაქცია, რომელმაც გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას მასზე დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს სვანაძე

საბას თამაში პირველად მაშინ ვნახე, როდესაც ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა და მასში უდიდესი პოტენციალი თავიდანვე იგრძნობოდა. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ძალიან სწრაფი იყო და კარგად აზროვნებდა, რაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაშიც ისახებოდა.

ფეთქებადობა, ხასიათის სიმტკიცე და ძალა  - სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობას წარმოადგენს საბა გოგლიჩიძე. არასოდეს არ აქვს შიში და შეტევაში ბურთის წამოღებაც არაჩვეულებრივად შეუძლია, რაც თანამედროვე ფეხბურთში უკვე ყველა მცველს მოეთხოვება.

დამეთანხმებით ალბათ, რომ სერია A-ში თავის დამკვიდრება და თავიდანვე ასეთი დამაჯერებელი ასპარეზობა მარტივი არ არის - საბამ კი ეს შეძლო და თუ შრომას განაგრძობს და მიღწეულზე არ შეჩერდება, კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის მომზადებული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და რვა მატჩის შემდეგ 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვეს ქულები დააკარგვინეს - გოგლიჩიძის სოლიდური პერფორმანსი
იუვეს ქულები დააკარგვინეს - გოგლიჩიძის სოლიდური პერფორმანსი