შავი ლომი, რაგბი ევროპის სუპერთასი
Aa
Aa

გამანადგურებელი ანგარიშით - შავმა ლომმა სუპერ თასი გამარჯვებით დაიწყო

რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სტუმრად ესპანურ „იბერიანსს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 54:3 გაიმარჯვა.

მატჩი თავიდან-ბოლომდე რიჩარდ კოკერილის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ქართველმა მორაგბეებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდეც მიიყვანეს.

„შავმა ლომმა“ პირველ ნახევარში 4 ლელო დადო და ტაიმი 26:3 მოიგო. თავი ამირან შვანგირაძემ, დავით აბდუშელაშვილმა, გიორგი ცუცქირიძემ და შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინეს, ლუკა მატკავამ კი 4-დან 3 გარდასახვა შეასრულა ზუსტად.

პირველის მსგავსად, ქართველმა მორაგბეებმა მეორე ნახევარშიც 4 ლელო დადეს. ლელოები თორნიკე კახოიძის, დავით ხუროშვილის, დემე თაფლაძის და გიორგი ცუცქირიძის ანგარიშზეა, მატკავამ კი ამჯერად ოთხიდან ოთხივე შემთხვევაში შეძლო გარდასახვის ზუსტად შესრულება.

„შავი ლომი“ სუპერ თასზე მეორე შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად პორტუგალიური „ლუზიტანუშის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები