საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

მექსიკა დამარცხებულია - ქართველი ჩოგბურთელების წარმატება

დევისის თასის მსოფლიო II ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მექსიკის ნაკრები 3:2 დაამარცხა. მატჩები გუშინ და დღეს ჩატარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლების რიგებში გამორჩეული ალექსანდრე ბაკში იყო, რადგან მან ჩვენი ქვეყნის გუნდის მიერ მოპოვებულ სამივე ქულაში თავისი წვლილი შეიტანა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბაკშმა მექსიკელების მეორე ნომერს ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსს, ორ სეტში 6-3, 7-6 მოუგო და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელების ულაპარაკო უპირატესობით წარიმართა და მეორის დასაწყისიც ასეთივე იყო, თუმცა შემდგომ მექსიკელმა სიტუაცია გამოასწორა და საბოლოოდ ტაი ბრეიკი დაინიშნა, სადაც უფრო ძლიერი ბაკში აღმოჩნდა.

დღევანდელი დღე წყვილებს შორის მატჩით დაიწყო და ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა პაჩეკო-ვალერას წყვილ სამ სეტში, 6-1, 1-6, 6-3 აჯობა. ამის შემდგომ კი ერთეულების თამაშში საბა ფურცელაძემ მეორე სეტში პაჩეკო მენდესთან ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა. ფურცელაძისთვის გუშინდელი დღეც წარუმატებელი გამოვიდა, რადგან მექსიკელების მეორე ნომერთან დამარცხდა, ბაკშმა კი გუშინაც გაიმარჯვა და როდრიგო პაჩეკო მენდესს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი მანარინოსთან - ბასილაშვილი რენის ჩელენჯერს დაემშვიდობა
დასანანი მარცხი მანარინოსთან - ბასილაშვილი რენის ჩელენჯერს დაემშვიდობა