მერაბ დვალიშვილი, დანა უაითი
Aa
Aa

უცნაური მაგრამ არა შოკისმომგვრელი - დანა უაითმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა ამ ბრძოლაზე ისაუბრა.

დანა უაითი: „ბრძოლის დაწყებისას მერაბმა ო’მალის მწვრთნელს დაუყვირა. მას იქიდან უპასუხეს და შემდეგ მსაჯმა ჰერბ დინმა მათ უთხრა, რომ გაჩერებულიყვნენ. კოცნა, დგომა და სიარული ზარამდე ვიდრე რაუნდი დასრულდებოდა. მერაბმა საქმე შეასრულა. ეს იყო უცნაური, მაგრამ არა შოკისმომგვრელი’’.

დანა უაითმა აღნიშნა, რომ შონ ომალისგან მეტს ელოდა და მებრძოლმა მოლოდინი ვერ გაამართლა.

დვალიშვილი: „შონი არ მძულს. მე ის დავანგრიე და იმიტომ ვაკოცე, რომ მასზე დომინირება უფრო თვალსაჩინო გამეხადა. ეს ცოტა სახალისოც იყო. ბრძოლის დაწყების წინ, დარბაზი ისეთი ლამაზი იყო, რომ გახურებას თავი დავანებე, მაგრამ, როდესაც ჩემი მუსიკა ჩაირთო ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი. აქ ბრძოლა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და ამის გაკეთება ყველგან შემიძლია''.

შეგახსენებთ, სატიტულო ბრძოლის ხუთივე რაუნდი მერაბ დვალიშვილის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ქართველი მებრძოლი ძალიან აქტიური იყო, პირველ რაუნდში ომალი პარტერში ორჯერ გაიყვანა და მას არაერთი დარტყმა მიაყენა. მერაბის უპირატესობა მეორე რაუნდშიც ძალიან აშკარა იყო, მეტოქე პარტერში კიდევ ერთხელ გადაიყვანა. მესამე რაუნდში პარტერში არ გაუყვანია, თუმცა ქართველის დომინირება გაგრძელდა. ქართველმა ჩემპიონმა შონ ომალის პარტერში გაყვანა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც მოახერხა. მოკლედ, მერაბი თავდაჯერებასა და ბრძოლისუნარიანობას ავლენდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, კითხვის ნიშნები არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები