დამსახურებული ჩემპიონი, მერაბი ველურია - გამოხმაურებები დვალიშვილის ჩემპიონობაზე
UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა. ქართველის ჩემპიონობას რამდენიმე მებრძოლი გამოეხმაურა, მათ შორის იყო უმარ ნურმაგომედოვი, რომელმაც შეაქო და გამოიწვია.
უმარ ნურმაგომედოვი: „შონისგან უფრო მეტს ველოდი, მერაბმა საქმე კარგად შეასრულა. მერაბ გილოცავ, ჩემპიონი ხარ, შენ ეს დაიმსახურე. იმედი მაქვს, ნამდვილ გამოწვევას არ გაექცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ’’.
მერაბის ჩემპიონობასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მებრძოლმა დაწერა.
ბენ ასკრენი: „ვაუ, რა დომინაცია! მერაბი ველურია’’.
გასტონ ტონგა რეინო: „ჩვენ ახალი ჩემპიონი გვყავს ! მერაბმა შონ ომალი დაამარცხა’’.
ჰენრი სეხუდო: „შუგადან არაფრამდე ! 50:45’’.
შეგახსენებთ, სატიტულო ბრძოლის ხუთივე რაუნდი მერაბ დვალიშვილის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ქართველი მებრძოლი ძალიან აქტიური იყო, პირველ რაუნდში ომალი პარტერში ორჯერ გაიყვანა და მას არაერთი დარტყმა მიაყენა. მერაბის უპირატესობა მეორე რაუნდშიც ძალიან აშკარა იყო, მეტოქე პარტერში კიდევ ერთხელ გადაიყვანა. მესამე რაუნდში პარტერში არ გაუყვანია, თუმცა ქართველის დომინირება გაგრძელდა. ქართველმა ჩემპიონმა შონ ომალის პარტერში გაყვანა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც მოახერხა. მოკლედ, მერაბი თავდაჯერებასა და ბრძოლისუნარიანობას ავლენდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, კითხვის ნიშნები არ არსებობს.