მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

დვალიშვილი: “UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ვარ, ეს დავამტკიცე“

UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბმა კომენტარი გააკეთა.

დვალიშვილი:

„დღეს, სხვა დღეებთან შედარებით, თავს განსხვავებულად არ ვგრძნობდი. ამ ფაქტით გაკვირვებული ვიყავი, რადგან დღეს ქამრისთვის ვიბრძოდი. მიუხედავად ამისა, ეს ის იყო, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. დღეში ორჯერაც კი!! წონის კლება ყოველთვის რთულია, რადგან ხშირად ვარ მშიერი. დღეს ჩემთვის ნორმალური დღე იყო. დიდი ენერგია დავხარჯე.

ეს სიგიჟეა. ვგრძნობ, რომ ოცნება ავისრულე. ვუყურებ ჩემს თავს და ქამარი მიკეთია. ამ შედეგამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდი. ქამარზე არ ვნერვიულობდი, უფრო ო’მალის დამარცხებაზე ვფიქრობდი. ვიცი, რომ შონი კარგი მებრძოლია, მაგრამ დღეს ის ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დღეს მე UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ვარ და ეს დავამტკიცე.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს UFC-ში ქამრის ორი მოქმედი მფლობელი ჰყავს, მერაბის მსგავსად მიმდინარე წელს საჩემპიონო შეხვედრა ილია თოფურიამ მოიგო. 33 წლის „მანქანამ'' ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასახდელში დაჯდა - ჩაკვეს ტრავმა მძიმე არაა და კარგ განწყობაზეა
გასახდელში დაჯდა - ჩაკვეს ტრავმა მძიმე არაა და კარგ განწყობაზეა