მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

უშანსოდ დაამარცხა - დვალიშვილმა ომალი გაანადგურა და UFC-ის ჩემპიონია

UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა.

ხუთივე რაუნდი მერაბ დვალიშვილის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ქართველი მებრძოლი ძალიან აქტიური იყო, პირველ რაუნდში ომალი პარტერში ორჯერ გაიყვანა და მას არაერთი დარტყმა მიაყენა. მერაბის უპირატესობა მეორე რაუნდშიც ძალიან აშკარა იყო, მეტოქე პარტერში კიდევ ერთხელ გადაიყვანა. მესამე რაუნდში პარტერში არ გაუყვანია, თუმცა ქართველის დომინირება გაგრძელდა. ქართველმა ჩემპიონმა შონ ომალის პარტერში გაყვანა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც მოახერხა. მოკლედ, მერაბი თავდაჯერებასა და ბრძოლისუნარიანობას ავლენდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, კითხვის ნიშნები არ არსებობს.

საქართველოს UFC-ში ქამრის ორი მოქმედი მფლობელი ჰყავს, მერაბის მსგავსად მიმდინარე წელს საჩემპიონო შეხვედრა ილია თოფურიამ მოიგო.

33 წლის „მანქანამ'' ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა.

29 წლის ომალიმ საჩემპიონო ქამარი პირველად 2023 წელს, მერაბის თანაგუნდელისა და მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის დამარცხებით მოიპოვა, მეორე რაუნდში ტექნიკურ ნოკაუტში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: “UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ვარ, ეს დავამტკიცე“
დვალიშვილი: “UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ვარ, ეს დავამტკიცე“