დაბრუნდა და გაიბრწყინა - მესის დუბლი და საგოლე პასი
MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ ფილადელფიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ გულშემატკივრები ლეო მესის დაბრუნებას ელოდნენ.
ასეც მოხდა, 2-თვიანი პაუზის შემდეგ, არგენტინელი სუპერვარსკვლავი დაბრუნდა. ტატა მარტინომ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
8 ოქროს ბურთის მფლობელი დიდებულად დაბრუნდა. მესიმ 3 წუთში დუბლი შეასრულა და მატჩის მიწურულს საგოლე პასიც მიითვალა.
ლეომ 27-ე და 30-ე წუთებზე გაისროლა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლუის სუარესს გაატანინა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა ტერფის ტრავმა კოპა ამერიკის დროს მიიღო, რის გამოც 60 დღე გამოტოვა. ამ პერიოდის განმავლობაში, დევიდ ბექჰემის გუნდს 14 მატჩში ვერ დაეხმარა.