გრანადას თავკაცი: „გიორგი წიტაიშვილი სათამაშოდ მზადაა“
„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა, გილიერმო აბასკალმა „ელჩეს“ წინააღმდეგ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის საქართველოს ნაკრების განაპირა მცველის, გიორგი წიტაიშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელმაც ნაკრების ბოლო მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ მაღალი ტემპერატურის გამო გამოტოვა.
რა თქვა აბასკალმა წიტაიშვილზე:
„ნაკრებებიდან დაბრუნებული ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, გარდა მარტინ ჰონგლასი, რომელიც გვიან დაგვიბრუნდა. მირტო უზუნი და გიორგი წიტაშვილი სათამაშოდ მზად არიან.
როდესაც ვარჯიშებზე ძალებს არ ვზოგავთ, გვსურს, რომ შრომამ შედეგი გამოიღოს. გუნდმა ბევრი იშრომა და ამის შედეგი არ გვინახავს. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რთულ მენტალური მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ამიტომ სწორი მუშაობაა საჭირო, მათ შორის ფსიქოლოგიურ დონეზეც.
გვინდა, შევქმნათ შეტევაში თავისუფალი ზონები და შემდეგ ამ ზონებით ვისარგებლოთ. წინა თამაშებში გვქონდა კარგი შანსები, ჩვენს ფორვარდებს ვენდობით და მათ ეს იციან“.
გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ ლა ლიგა 2-ში ოთხი ტურის შემდეგ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „გრანადა“ 15 სექტემბერს სტუმრად „ელჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.