ომალი: მერაბი სულელია, თუმცა არც ასეთი სულელი, რომ ეს გააკეთოს
მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლამდე საათები რჩება. წონების დაფიქსირებისა და Face to Face-ის შემდეგ, პრესაში მათი კომენტარებიც ვრცელდება.
დვალიშვილმა როგორც მოგეხსენებათ, ომალის მისამართით თქვა, რომ ის არასდროს ჩაუგდიათ ნოკაუტში და ამას ვერც შონი ეღირსება. „შუგამ“ მერაბს უპასუხა.
„მან თქვა, რომ ფეხზე მდგომი შემებრძოლება? პარტერის გარეშე? მერაბი სულელია, მაგრამ არც ასეთი სულელია. არ მგონია ეს გააკეთოს. თუმცა ვინ იცის. ჩვენ ყველაფერს კვირას ვნახავთ.
ერთ რამეს ვიტყვი, რომ შემდეგ ცალკე ამოჭრან და მერაბს აჩვენონ. ვფიქრობ, ის ამას ნახავს. ვთვლი, რომ ტიტულს უმარ ნურმაგომედოვი უფრო იმსახურებს, ვიდრე დვალიშვილი. როცა მერაბი ამას ნახავს, ნამდვილად გაბრაზდება.
რა თქმა უნდა, რეალურად ასე არ ვფიქრობ. მისი გაღიზიანება მინდა. მას უმართან აშკარად რაღაც პრობლემა აქვს. როცა ნურმაგომედოვის შესახებ უბრალოდ რაღაც ჰკითხეს და დვალიშვილმა პრესკონფერენცია დატოვა“.
- განაცხადა ომალიმ.
შონ ომალი აშკარად მერაბის ნერვებზე მოქმედებას შეეცადა. ვის უფრო მყარი ნერვები და უკეთესი ფიზიკური გამძლეობა ექნება, ამას ხვალ გამთენიისას ვნახავთ.