ბუქარესტის ჩელენჯერი: გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა
ბუქარესტის ჩელენჯერის ნახევარფინალში ეკო გორგოძე რუმინელ ბიანკა ბულგარუს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:3 3:6 2:6 დამარცხდა.
პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ. ეკომ 3 ბრეიკი შეასრულა და სწორედ ამის ხარჯზე მოიგო, ხოლო ბიანკამ ორი.
მეორე სეტში ჩოგბურთელები შედარებით დასტაბილურდნენ და ამჯერად უკეთესი რუმინელი გამოდგა, რომელმაც ორი ბრეიკი შეასრულა, ეკომ კი ერთი.
მესამე სეტმა ბიანკას უპირატესობით ჩაიარა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ეკოს 3 ჩაწოდება მოიგო, რაც ანგარიშზეც აისახა. სამწუხაროდ, ქართველი ფინალში ვერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ბუქარესტის ჩელენჯერზე ეკო გორგოძემ ჯორჯიანა სერბანი, კორტეზ ლორკა, სიმონა უოლტერტი, ბოლსოვა ზადინოვი და მერი ბენუა დაამარცხა.
ცნობისთვის, ეკო გორგოძემ ბუქარესტის ჩელენჯერზე 54 სარეიტინგო ქულა დააგროვა და WTA-ს რეიტინგში 98 პოზიციით დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი ახლა 328-ე ჩოგანი გახლავთ.