დევისის თასი, საბა ფურცელაძე
Aa
Aa

დევისის თასი: ფურცელაძემ წააგო, მექსიკა 1:0 დაწინაურდა

დევისის თასზე საქართველოს ნაკრები მექსიკას უპირისპირდება. სამწუხაროდ, საბა ფურცელაძემ პირველი შეხვედრა რუბიო ფიეროსსთან ორ სეტში 6:7 4:6 დათმო და მექსიკა 1:0 დაწინაურდა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ასპარეზობდნენ და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც მექსიკელი უკეთესი იყო და 7:3 მოიგო.

მეორე სეტიც იმავე სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა მეცხრე გეიმში რუბიომ ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრა მოიგო.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს საბა ფურცელაძე მეორე შეხვედრას პაჩეკო მენდესის წინააღმდეგ გამართავს. იქამდე კი საქმეში ალექსანდრე ბაკში ერთვება, რომელიც პაჩეკო მენდესს დაუპირისპირდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექსიკელებთან მატჩების განრიგი და მეტოქეები ცნობილია - ხვალ დევისის თასი იწყება
მექსიკელებთან მატჩების განრიგი და მეტოქეები ცნობილია - ხვალ დევისის თასი იწყება